თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი -"ეტალონის"10 წლის იუბილეზე
08 სექ 2015
 

სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტი "ეტალონის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 6 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში წარმატებული ახალგაზრდებისა და პროექტის თანამოაზრეთა სადემონსტრაციო თავყრილობა გაიმართა.

ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან 3500-ზე მეტი თანამემამულე, რომელთა შორის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის და სოც უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი
ვაჟა სულხანიშვილი , გამგეობის თანამშრომლები ახალგაზრდები, სკოლის დირექტორები, წარმატებული მოსწავლეები და ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები იყვნენ.
„ეტალონის“ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გამორჩეული მოსწავლეები, წარმატებული სტუდენტები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, სასულიერო პირები, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები, მთავრობის წევრები, სამხარეო რწმუნებულები - გუბერნატორები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, "ახალგაზრდული საკრებულოების" წევრები.
ღონისძიება დატვირთული იყო საკონცერტო ნომრებით. 
"ეტალონის" ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა საიუბილეო საღამოზე შეკრებილ ახალგაზრდებსა და პროექტის თანამოაზრეებს საზეიმო ვითარებაში გააცნო პროექტის სამომავლო გეგმები, სადაც ასევე ისაუბრა მათ მიერ განვლილ წლებსა და მიღწევებზე.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმაც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3705
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
962
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4707
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4910
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
962