თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალგაზრდული ბანაკი დაბა მანგლისში
09 სექ 2015
 

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით რეგიონებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდებისთვის ლიდერობის და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ პროექტს ანხორციელებს.

პროექტის მიზანია, დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ბანაკის მონაწილეების შერჩევა კოდას, შაუმიანის, ლელიანის, ჯვრისა და სენაკის დევნილთა ჩასახლებებში, სპეციალური აპლიკაციების საშუალებით, სათემო განათლების ცენტრებმა განახორციელეს.
16-25 წლის ახალგაზრდებმა მანგლისში არსებულ ბანაკში ერთი კვირა გაატარეს, რის შემდეგაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ თანატოლებს გაუზიარებენ.
8 სექტემბერს შედგა შეხვედრა დაბა მანგლისში სასტუმრო „მანგლისში“. შეხვედრის მიზანს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების, სპორტული ფედერაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4376
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916
იან 00
2946
ივლ 02 ოთხ 2025
5396
ივნ 27 პარ 2025
5225
აგვ 12 სამ 2025
5764
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916