თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თეთრიწყაროში
01 ივნ 2016
 

2016 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრი”-ს ორგანიზებით, ქ.თეთრიწყაროში,გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე , გაიმართა სხვადასხვა სახის გასართობი წარმოდგენები.
ღონისძიება მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: 
• საბავშვო გასართობი პროგრამა ცნობილი ზღაპრების გმირების მონაწილეობით;
• საკონცერტო პროგრამა საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით;
• სახალისო ვიქტორინები.
დღის განმავლობაში მხიარულ განწყობას ქმნიდა ,,ბასტი-ბუბუს“ სტუდიის მუსიკალური ნომრები.
სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა კარვები, სადაც ბავშვებისთვის მოეწყო ხატვის, ძერწვის და არქიტექტურის კუთხეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნიის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი- დავით ასათიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3542
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4707
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4910
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961