თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საგანმანათლებლო პროგრამა “მომავლის თაობა”
03 ივნ 2016
 

2 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორგანიზაცია “სიქა”-ს ინიციატივით, საგანმანათლებლო პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში, თეთრიწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეები მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესიკ წიკლაურს შეხვდნენ. 
პროგრამა ხორციელდება USAID - ის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობას, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო გააქტიურებას.
პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები იკვლევენ სკოლის, თემის, ახალგაზრდების პრობლემებს და საკუთარი ძალებით თუ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით ცდილობენ პრობლემების მოგვარებას. მოსწავლეებმა გამგებელს გააცნეს პროგრამის ფარგლებში განხორციელბული აქტივობები, ისაუბრეს სოფლებში არსებული პრობლემებზე და საჭიროებებზე. გამგებელი მოსწავლეებს კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, აგრეთვე მოსწავლეებს და პედაგოგებს მიაწოდა ინფორმაცია 2014-2015 წლებში თვითმმართველობის მიერ განხორციელებული და 2016 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.
პროგრამა „მომავლის თაობა“ - საქართველოს 11 რეგიონის 480 სკოლაში ხორცილედება. ქვემო ქართლიდან ჩართულია 55 სკოლა, მათ შორის სოფ. ერტისის და სოფ. ბოგვის საჯარო სკოლები, რომლებიც რეგიონში აქტიურობით გამოირჩევიან. 
აღნიშნულმა სკოლებმა სოფლის საჭიროებებისათვის განახორციელეს შემდეგი აქტივობები:
ერტისი: სოფლის სტადიონის დასუფთავება, სოფლის სანიაღვრე არხის გაწმენდა/გასუფთავება, ისტორიული ძეგლის დასუფთავება. გარდა ამისა, ახალგაზრდები აწყობენ ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს: ბულიგნის, ტოლერანტობის, შშმ პირთა და გარემოს დაცვის საკითხებზე.
ბოგვი: სატყეო მეურნეობამ სკოლას 150 ძირი ნერგი გადასცა, მოსწავლეებმა გაამწვანეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. სკოლამ მოიპოვა გრანტი და განახორციელეს პროექტი "მე მიყვარს ჩემი სოფელი", რომელიც სოფლის გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას ითვალისწინებდა: სოფლის დასუფთავება, სანიაღვრე ჭების გაწმენდა და ა.შ. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს დახმარება გაუწია მუნიციპალიტეტის შპს “კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა” და სოფლიდან ნარჩენების გატანა უზრუნველყო. ერტისის სკოლის მსგავსად, მოსწავლეები სხვადასხვა სამოქალაქო თემატიკაზე სასკოლო მასშტაბის აქტივობებს ახორციელებენ. 
შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლი ბესიკ წიკლაური, გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე კავკასია”-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი აბულაძე, პროგრამის “მომავლის თაობა” კოორდინატორი ქვემო ქართლში - ანი ციცქიშვილი, საჯარო სკოლის დირექტორები და მოსწავლეები.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3065
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1906
იან 07 შბ 2023
4236
ოქტ 24 ორშ 2022
3688
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები