თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ხელმძღვანელმა პირებმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
14 ივნ 2016
 

13 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „ციყვების პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. პროექტით გათვალისწინებულია პარკში არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, დამატებით მოეწყობა სპორტული და საბავშვო ატრაქციონები. სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის 18 მაისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით 17 ივლისს არის გათვალისწინებული, პროექტის ბიუჯეტი ხელშეკრულებით 86019.57 ლარს შეადგენს,სამუშაოებს აწარმოებს ი/მ თემურ წიკლაური.
ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დათვალიერეს. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩებზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ტროტუარების კეთილმოწყობა. აღსანიშნავია, რომ ქუჩებს სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნული პროექტის ინიციატორია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობები. სამუშაოები მიმდინარე წლის21 მაისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით 21 სექტემბერს არის გათვალისწინებული. სამუშაოები ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“-ს დაკვეთით, პროექტის ბიუჯეტი ხელშეკრულებით 728.415 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3033
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1174
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3547
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები