არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის პროცესის შესახებ 16 ივნისს, თბილისში,სასტუმრო „რუმს-ჰოტელ-თბილისში“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაცია გაიმართა კონფერენციის - „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი - სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებები“, ფარგლებში, რომელიც ორგანიზებული იყო ,,სიდას“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ. დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია წარედგინა თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში გამოვლენილი როგორც ხარვეზების, ასევე პროგრესის შესახებ. არასამთავრობო სექტორმა კონკრეტული რეკომენდაციებიც წარადგინა.
ანგარიშის მომზადებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში პარტნიორულ რეჟიმში მუშაობდნენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციები.კონფერენციაზე, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელმა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობასა და საჯაროობაზე ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა თვითმმართველობის ფინანსებზე, საბიუჯეტო პროცესსა და სახელმწიფო შესყიდვებზე გაამახვილა ყურადღება. ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა თვითმმართველი ორგანოების კომპეტენცია, უფლებამოსილებები და დეცენტრალიზაციის პროცესი შეაფასა. რაც შეეხება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენელს, მან პრეზენტაცია წარადგინა საკადრო პოლიტიკასა და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად მგელაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა აბულაძე და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სიახლეები
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაცია
22 ივნ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3778
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
962
ივლ 03 პარ 2026
896
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1460




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა











































