თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მთის განვითარებისთვის მიკრო გრანტების პროგრამა ამოქმედდება
22 ივნ 2016
 

17 ივნისს სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში გაიმართა პროგრამის პრეზენტაცია , საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ, მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებულ მიკრო გრანტების შესახებ, რომელიც ხორციელდება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთის მცხოვრებლებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე - www.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში. 
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. იგი შედგება ორი კომპონენტისაგან - პირველია გრანტები 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე, ხოლო მეორეა წვდომა განათლებისა და უნარების განვითარებაზე. ბოჭორიშვილის განცხადებით, მსგავსი პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია შეიქმნას უფრო მეტი ახალი სამუშაო მთიან ზონაში და გაიზარდოს სამეწარმეო უნარ-ჩვევები მაღალმთიან რეგიონებში.

პროგრამა „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროექტი საშუალებას აძლევს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. 
აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგებლებს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკიმ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა მიაწოდეს.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და სოფ. მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების უფროსი ბაგრატ პაპაშვილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3135
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1173
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3547
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები