თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ თეთრიწყაროში
10 აპრ 2016
 

ქალაქ თეთრიწყაროში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან სანთლები დაანთეს, სიმბოლურად ტიტებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარმა მამა პავლე ზურაბიანმა.ღონისზიებაში მონაწილეობდნენ: ააიპ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ქალაქ თეთრიწყაროს ნომერ I და II საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
9 აპრილი ქართველთა ერის უახლესი ისტორიის ტრაგიკული ფურცელია. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებას და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. 
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და გამგეობის თანამშრომლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4429
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1369
იან 14 კვ 2024
1903
იან 07 შბ 2023
4232
ოქტ 24 ორშ 2022
3683
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები