თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„თვითმმართველობის სკოლის“ მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ
22 ივნ 2016
 

21 ივნისს,სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „თვითმმართველობის სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ, მათ შორის იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი სტუდენტი.შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, რომელმაც პროექტის ორგანიზატორებსა და ჩართულ პირებს მადლობა გადაუხდა მსგავსი სასარგებლო პროექტის განხორციელებისთვის. სტუდნეტებს მიულოცა პროექტის წარმატებით დასრულება და წარმატებები უსურვა.
ღონისძიება, რომელიც „მწვანე კავკასია“ და სამოქალაქო კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაიშვილი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერი მარიამ შიოშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან მუნიციპალიტეტებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა გამოცდის(ტესტირება) ჩაბარება, ხოლო 2017 წლიდან მოხელის სერტიფიკატის მიღება საჯარო სექტორში დასაქმების აუცილებელი პირობა ხდება. აღნიშნული ფაქტი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საკადრო რესურსის განახლებისათვის ბარიერს წარმოქმნის. ამ პრობლემების პრევენციისთვის, ქვემო ქართლის რეგიონულმა ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“ პარტნიორობით, საჯარო სამსახურში მუშაობის მსურველი ახალგაზრდებისათვის, განახორციელა პროექტი „თვითმმართველობის სკოლა ქვემოქართლის სტუდენტებისათვის.
„თვითმმართველობის სკოლის“ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 60-მა სტუდენტმა, რომელთაგან 50 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. წარმატებული მსმენელები ზაფხულში გაივლიან პრაქტიკას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.
პროექტით გათვალისწინებული ტრენინგ-კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის სავალდებულო ნორმატიული აქტების შესწავლას, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ საჯარო მოხელის გამოცდის ჩაბარებისათვის საჭირო ცოდნა. 
სპეციალურად ამ სასწავლო კურსისათვის შემუშავდა და გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „ადგილობრივი თვითმმართველობა“
პროექტი დაფინანსებულია მცირე გრანტების პროგრამიდან პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ (RLD) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3709
 
 
 
სიახლეები
იან 00
1717
ივლ 02 ოთხ 2025
4049
ივნ 27 პარ 2025
3960
აგვ 12 სამ 2025
4254
ივლ 01 ორშ 2024
6893
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1717