21 ივნისს,სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „თვითმმართველობის სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ, მათ შორის იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი სტუდენტი.შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, რომელმაც პროექტის ორგანიზატორებსა და ჩართულ პირებს მადლობა გადაუხდა მსგავსი სასარგებლო პროექტის განხორციელებისთვის. სტუდნეტებს მიულოცა პროექტის წარმატებით დასრულება და წარმატებები უსურვა.
ღონისძიება, რომელიც „მწვანე კავკასია“ და სამოქალაქო კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაიშვილი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერი მარიამ შიოშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან მუნიციპალიტეტებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა გამოცდის(ტესტირება) ჩაბარება, ხოლო 2017 წლიდან მოხელის სერტიფიკატის მიღება საჯარო სექტორში დასაქმების აუცილებელი პირობა ხდება. აღნიშნული ფაქტი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საკადრო რესურსის განახლებისათვის ბარიერს წარმოქმნის. ამ პრობლემების პრევენციისთვის, ქვემო ქართლის რეგიონულმა ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“ პარტნიორობით, საჯარო სამსახურში მუშაობის მსურველი ახალგაზრდებისათვის, განახორციელა პროექტი „თვითმმართველობის სკოლა ქვემოქართლის სტუდენტებისათვის.
„თვითმმართველობის სკოლის“ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 60-მა სტუდენტმა, რომელთაგან 50 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. წარმატებული მსმენელები ზაფხულში გაივლიან პრაქტიკას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.
პროექტით გათვალისწინებული ტრენინგ-კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის სავალდებულო ნორმატიული აქტების შესწავლას, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ საჯარო მოხელის გამოცდის ჩაბარებისათვის საჭირო ცოდნა.
სპეციალურად ამ სასწავლო კურსისათვის შემუშავდა და გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „ადგილობრივი თვითმმართველობა“
პროექტი დაფინანსებულია მცირე გრანტების პროგრამიდან პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ (RLD) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
სიახლეები
„თვითმმართველობის სკოლის“ მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ
22 ივნ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2895
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
255
სექ 02 ორშ 2024
936
აგვ 06 სამ 2024
1187
აგვ 02 პარ 2024
1054
აგვ 02 პარ 2024
238