4 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური ქ. მარნეულში პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას დასწრო, შეხვედრაზე მოეწყო პრეზენტაციის ჩვენება და სამოქალაქო ბიუჯეტის მსოფლიო პრაქტიკის და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარება, სადაც საქართველოში პირველად დაინერგა პირველი „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს საპილოტე პროგრამა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ყველა ასპექტში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობის ელემენტი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა მხარს უჭერს და მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის გაზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვის სურვილი, რაც გულისხმობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაში და მის განხორციელებაში. მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ქალაქის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები. ასეთი მექანიზმი ფართოდ გამოყენებულია მსოფლიოში, მათ შორის პოლონეთის 150 ქალაქში.
ამ მექანიზმის გამოყენება გვაძლევს შემდეგ ეფექტს:
• მუნიციპალიტეტის საქმიანობის ოპტიმიზაცია – პრიორიტეტების სისტემის გაუმჯობესობა, საზოგადოების მიერ მოწოდებული წინადადებების განხილვა/მიღება, დროის და ფინანსების ეკონომია.
• საზოგადოებას და ადგილობრივი ხელისუფლებას შორის კონფლიქტების პრევენცია;
• ადგილობრივი ხელისუფლების მიმრთ საზოგადოების ნდობის გაზრდა;
• ადგილობრივი ხელისუფლების ლეგიტიმაციის გაზრდა;
• ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ მოქალაქეების კმაყოფილების გაზრდა;
• საზოგადოებრივი განათლება – ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დემოკრატიული ჩართულობის მექანიზმების ფორმირება, მოქალაქეების გააქტიურება და საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო პასუხისმგებლობის ფორმირება.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ,,დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. პარტნიორები: ორგანიზაცია „სხვა სივრცე“ (პოლონეთი), მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს თვითმართველობის ეროვნული ასოციაცია, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ქართული კომიტეტი / რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტი ქალაქ ვარშავას მერიის სოციალური კომუნიკაციის ცენტრის პროგრამული მხარდაჭერით.
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.