საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილებით, (2016 წლის 1 ივლისის № 308 დადგენილება) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას ქ. თეთრიწყარო და სოფლები: გუდარეხი და ალექსეევკა დაემატა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის 50 დასახლებამ მიიღო, სადაც მოსახლეობის საერთო რაოდენობა 6668 ადამიანს შეადგენს.
მაღალმთიან დასახლებაში მუნდმივად მცხოვრებ პირებზე კანონი ითვალისწინებს შემდეგ შეღავათებს:
სოციალური შეღავათები:
• ასაკით პენსიონერებისთვის ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20% (ძალაში შედის 2016 წლის 1 სექტემბრიდან).
• სოციალური პაკეტის მიმღებ პირთათვის ყოველთვიური დანამატი სოციალური პაკეტის 20% (ძალაში შედის 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
• პირველი და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის - 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარება 200 ლარი ( ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან)
აგრეთვე:
• შეღავათები განათლების სფეროში (2016 წლის 1 სექტემბრიდან)
• შეღავათები ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სფეროში (2016 წლის 1 სექტემბრიდან)
• ზამთრის პერიოდში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით (2017 წლის 1 იანვრიდან).
• გათვალისწინებულია სახელმწიფოს მიერ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის (არაუმეტეს 100 კვტ.სთ) ყოველთვიური საფასურის 50%-ის ანაზღაურება (2017 წლის 1 იანვრიდან).
გარდა აღნიშნულისა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი ისარგებლებს საგადასახადო შეღავათებით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მოქმედი საწარმო, სტატუსის მინიჭებიდან 10 წლის განმავლობაში გათავისუფლდება მოგების, საგადასახადო და ქონების გადასახადისგან.
კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა შეუძლია მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭების მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით მუნიციპალიტეტის გამგეობას, სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ფიზიკურ პირს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
სიახლეები
ქ. თეთრიწყაროს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა
07 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3306
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
255
სექ 02 ორშ 2024
936
აგვ 06 სამ 2024
1187
აგვ 02 პარ 2024
1054
აგვ 02 პარ 2024
238