თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში
15 აპრ 2016
 

ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი მარსელა მაქსფილდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ წიკლაურს შეხვდა. მარსელა მაქსფილდმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ევროპის სამეზობლო პროგრამის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა საქართველოში (ENPARD Georgia)“ მეორე ეტაპის მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა, სოფლის მოსახლეობისათვის დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნის სტიმულირება.

ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე, სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამის (II ფაზა) ახალი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ENPARD-ის ღონისძიებები გავრცელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა; სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია, უფრო კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარება, სოფლად ეფექტური არასასოფლო-სამეურნეო დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა და გარემოს რესურსების მდგრადი მართვა, რაც ხელს შეუწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და დასაქმების ხელშეწყობას. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ისაუბრა თეთრიწყაროში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის მიმართულებით ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასურეთში ეკონომიკური ტრადიციების აღდგენის და მეწარმეობის სხვადასხვა დარგების განვითარების შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და კერძო სექტორის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულმა პროექტმა პროგრამის წარმომადგენლების დიდი დაინტერესება გამოიწვია, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4734
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912
იან 00
2945
ივლ 02 ოთხ 2025
5395
ივნ 27 პარ 2025
5224
აგვ 12 სამ 2025
5763
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912