თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის - საინფორმაციო შეხვედრა
15 ივლ 2016
 

15 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალი პროექტის - „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ - შესახებ. 
შეხვედრას სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნეს-განვითარების კომპონენტის მენეჯერი შალვა ჯაფარიძე , საქართველოს რეგიონული განვითარების ასოციაციის ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ბიზნეს-განვითარების მენეჯერი ილია გოგოლაძე, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსი - ვალერიან სუხიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაინტერესებული პირები დაესწრნენ. აუდიტორიამ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრიდან.

მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წამოწყების მსურველებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა: 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში წარადგინონ საკუთარი ბიზნესიდეები ვებგვერდზეwww.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში. 
აღსანიშნავია, რომ „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი იძლევა საშუალებას, მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. 
ახალი პროგრამის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის დიდ დაინტერესებასა და პროგრამაში ჩართვის სურვილს, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გამომჟღავნდა. სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტიანობისა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების გათვალისწინებით, მეწარმეობის განვითარების სააგენტო მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ამოცანაა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიების შემუშავება. გრანტების გაცემის ახალი ეტაპი კი სწორედ რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტია და მიზნად ისახავს მთაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ქორიძე და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსი - ვალერიან სუხიტაშვილი უძღვებოდნენ.მათ მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მიკრო გრანტებთან დაკავშირებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3456
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1173
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3547
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები