ტრეინინგი თემაზე "ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება და ქალთა უფლებები"
18-19 ივლისს არასამათავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ, პროექტის „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.
პროექტის მიზანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალთა სამართლებრივი გაძლიერება და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ადგილობრივი მოსახლეები, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც განიცდიან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, საკუთრების უფლებების დარღვევას, ძალადობას და რომლებიც საჭიროებენ იურიდიულ დახმარებას აღნიშნულ სფეროებში.
ტრენინგის შემდეგ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს გაუწიეს სამართლებრივ კონსულტაციები, დაეხმარნენ სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის (განცხადების, საჩივრის, სარჩელის) შედგენაში და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ ბენეფიციარების წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში.
ტრეინინგს უძღვებოდნენ არასამათავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები: პროექტის ტრენერი და იურისტი-ელენა ფილეევა,პროექტის ტრენერი და იურისტი-როლანდ ასაკაშვილი და პროექტის კოორდინატორი -ირაკლი გვარამაძე.
სიახლეები
ტრეინინგი ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება და ქალთა უფლებები
20 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2946
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
253
სექ 02 ორშ 2024
935
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1054
აგვ 02 პარ 2024
238