თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროგრამა„საქართველოს მოხალისე“
22 ივლ 2016
 

22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური პროგრამა „საქართველოს მოხალისე“-ს წევრებს შეხვდა. 
პროგრამა ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოში მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერებას, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნას, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მოხალისეობის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაციას. 
მონაწილეებმა გამგებელს გააცნეს პროგრამის მიზნები და ისაუბრეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ბესიკ წიკლაური საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობების და პროგრამის მიზნების წარმატებით განხორციელებისათვის მონაწილეებს მხარდაჭერას დაპირდა.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოხალისე შეიძლება გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდა, რომლებიც თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოს დაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება, ფილმების ჩვენება, უცხო ენის კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2750
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1906
იან 07 შბ 2023
4236
ოქტ 24 ორშ 2022
3688
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები