27 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტით გათვალისწინებული, გამარტივებული პროცედურების შესახებ გააკეთა განმარტებები და მოუწოდა წარმომადგენლებს მოახდინონ მოსახლეობის დროული ინფორმირება მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის შესახებ.
ახალი სახელმწიფო პროექტის თანახმად, პირს, რომელსაც არ გააჩნია მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან გააჩნია არასრულყოფილი დოკუმენტაცია, საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში საჯარო რეესტრი დაეხმარება, რომელიც სრულიად უფასოდ, მოიძიებს ყველა დოკუმენტს და მოსახლეობას აღარ მოუწევს დამატებითი ხარჯების გაწევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტის თანახმად ზოგიერთი ხარვეზიანი დოკუმენტი ბარიერი აღარ იქნება, რაც შექმნის საფუძველს მიწის მარტივად და მოკლე დროში რეგისტრაციისთვის.
საკუთრების უფლების დადგენის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტური წყარო. პროექტის თანახმად პირს, რომელსაც თვითნებურად აქვს დაკავებული მიწის ნაკვეთი და არ გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი, მუნიციპალიტეტში არსებული მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუძლია საჯარო რეესტრში უფასოდ დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი.
მარტივდება დავის მოგვარების პროცედურებიც, რაც გულისხმობს სადავო საკითხის გადაწყვეტისას სათანადო გამოცდილების მქონე მედიატორების და სანოტარო მედიაციის ჩართულობას.
მიწის ნაკვეთების აზომვას განახორციელებენ კერძო ამზომველები, ხოლო საამზომველო საქმიანობისთვის დგინდება მომსახურების ერთიანი საფასური.
პროექტის ფარგლებში მოსახლეობას ექნება საშუალება უფასოდ ისარგებლოს შემდეგი მომსახურებებით:
დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება;
მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია;
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
ფაქტების კონსტატაცია;
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია;
საკადასტრო აზომვითი ნახაზების გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც გულისხმობსელექტრონულინახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ).
პროექტი თავდაპირველად ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. მიწის ნაკვეთის რეგისრაციისათვის მოსახლეობამ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ტელ: 0322 405 405, ელფოსტა: info@napr.gov.ge
სიახლეები
მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე ბარიერები მოიხსნა
27 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3079
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
255
სექ 02 ორშ 2024
936
აგვ 06 სამ 2024
1187
აგვ 02 პარ 2024
1054
აგვ 02 პარ 2024
238