28 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ლია ზურებიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მუხაშავრიამ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი სახლები მოინახულეს.
სოზარ სუბარი სოფელ წინწყაროში მცხოვრებ მევლუდ ქათამაძის, ემზარ ბოლქვაძის, ჯემალ ქონდარიძის, ანზორ ღორჯომელაძის და მალხაზ ტარიელაძის მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდა და 2 ოჯახს პირადად გადასცა საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 71 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.
2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“. პროექტის ფარგლებში, მოხდა 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა, მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად.
ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით საქართველოს მასშტაბით სახლი უკვე 285 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა. ეს პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია დამატებით 100 ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემა. წლის ბოლომდე კი, საკუთრების მფლობელი 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გახდება.
საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტის პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2013 წლიდან დღემდე 300-მდე სახლში შეიძინა, მათ შორის, ქვემო ქართლი რეგიონში უსაფრთხო გარემოში 27 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა.
სიახლეები
სოზარ სუბარის ვიზიტი წინწყაროში
29 აგვ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2851
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
811
სექ 04 ოთხ 2024
253
სექ 02 ორშ 2024
935
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1053
აგვ 02 პარ 2024
237