თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო ქ. თეთრიწყაროში
19 აპრ 2016
 

18 აპრილს ქ. თეთრიწყაროში, საქართველოს ეროვნული ფილარმონიის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის და მსოფლიო დონის ხელოვანის ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსახიობი ვლადიმერ ხელაშვილი, ცნობილი მომღერალი ზურაბ კობეშავიძე და პოეტი მანანა დანგაძე, რომლის ლექსებზეც კომპოზიტორს შექმნილი აქვს მრავალი სიმღერა. მსმენელს ჰქონდა საშუალება პირადად გასაუბრებოდა და მოესმინა დიდი მაესტროს შესრულებით ცნობილი და პოპულარული საესტრადო სიმღერები საკუთარი შემოქმედებიდან.
განუზომლად დიდია ბატონი ვაჟას დამსახურება და წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, მისი შემოქმედება გამორჩეულია ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ვაჟა აზარაშვილმა შექმნა კლასიკური, საორკესტრო, საბალეტო, საესტრადო მუსიკის პოპულარული ნაწარმოებები, რომლებიც შეიყვარა ყველა თაობის მსმენელმა.
2016 წელს დიდ მაესტროს დაბადებიდან 80 და სასცენო მოღვაწეობიდან 60 წელი შეუსრულდა. მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ბატონ ვაჟა აზარაშვილს საიუბილეო თარიღს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5057
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912
იან 00
2945
ივლ 02 ოთხ 2025
5395
ივნ 27 პარ 2025
5224
აგვ 12 სამ 2025
5762
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912