თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური სოფელ ასურეთში ახალი საბავშვო ბაღის მიმდინარე მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. პროექტით გათვალისწინებულია 600 მ2 მიწის ფართობზე ერთსართულიანი შენობის აშენება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ბავშვებისათვის მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი მაცხოვრებელი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2017 წლის 22 თებერვლამდე. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს,,ორნამენტი’’ აწარმოებს. საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 366.762.50 ლარი.
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
961
ივლ 03 პარ 2026
896
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1460




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა















































