თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდგორის მემორიალურ კომპლექსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
13 აგვ 2016
 

საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობას იწყებს. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარია, ხელს შეუწყობს თეთრიწყაროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდგორის მემორიალური კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე მემორიალის ცალკეული ელემენტების: ქანდაკებებისა და ზარების რეაბილიტაცია. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის ყველაზე გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი (მისასვლელი გზების ჩათვლით). ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი და საპირფარეშოები.
პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ,,ზედა საყუდარისა“ და ,,ქვედა საყუდარის“ მოწყობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4370
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917