თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდგორობა 2016
13 აგვ 2016
 

12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 895-ე წლისთავი დიდგორის ველზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. 
დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.
1121წელს მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე, გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც საქართველოს მატიანემ „ძლევაი საკვირველი“ უწოდა. დიდგორი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და თავდადების სიმბოლოდ იქცა. დიდგორის გამარჯვებამ მისცა დასაბამი ქვეყნის საბოლოო განთავისუფლებას და გაერთიანებას. საქართველოში ხანგრძლივმა მშვიდობამ დაისადგურა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარსდგა, როგორც რეგიონის უძლიერესი სახელმწიფო. 
ქართველი ერი ყოველთვის მოწიწებით იხსენიებს დიდგორის გმირებს, სათანადო პატივს მიაგებს სამშობლოსათვის დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას და ყოველ წელს ზეიმობს დიდგორობის სახალხო დღესასწაულს.
როგორც გასულ წელს, 2016 წელსაც დიდგორობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძლისხმევით, მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნა. დღე დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ სახელმწიფო ანსამბლი „ სუხიშვილები“, ადგილობრივი ანსამბლები „გუდარეხი“ და „კოდისწყარო“ - ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრების შესრულებით, შავფაროსნების მიერ მოეწყო ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა. მოხდა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოვება, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მაიორი ზაზა თურმანიძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე საბრძოლო ქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და თანამებრძოლთა სიცოცხლის გადარჩენისათვის, სახელმწიფო ჯილდოთი - დიდგორის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.
ღონისძიების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდგომ, გაიმართა ტრადიციული ჭიდაობა, დოღი, ბაზიერების შოუ და სხვა სპორტული შეჯიბრებები. მოეწყო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ნამუშევრები წარმოადგინა ააიპ „სახელოვნებო სკოლა“-მ და კოდის სათემო განათლების ცენტრმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3427
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1906
იან 07 შბ 2023
4236
ოქტ 24 ორშ 2022
3688
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები