თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდ ირაგასა და წინწყაროში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები
18 აგვ 2016
 

სოფელ დიდ ირაგასა და წინწყაროში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ცენტრალური მილის შეცვლას და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას. 
აღნიშნული სოფლების მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა, ვინაიდან დაზიანებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით მოსახლეობის მომარაგებას და დასახლებებს წყალი მიეწოდებოდა შეზღუდვით.
სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, შემცირდება წყლის დანაკარგები და მოსახლეობა ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით.
აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 102395,15 ლარს აქედან ადგილობრივი ბიუჯეტი 5119,76 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი 97275,29 ლარი. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს. „G. SERVICE”.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 15 ივნისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2016 წლის 29 აგვისტოს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2771
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1906
იან 07 შბ 2023
4236
ოქტ 24 ორშ 2022
3688
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები