18 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში დემეტრაშვილის, სტალინის და თამარ მეფის ქუჩებზე საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური ქსელისა და გამწმენდი ნაგებობების მოწყობის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები გამგებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საკანალიზაციო სისტემის პროექტი გააცნეს. აღსანიშნავია, რომ დაბა მანგლისში, წლების განმავლობაში მთავარ პრობლემად საკანალიზაციო სისტემის არარსებობა სახელდებოდა, მოსახლეობის მოთხოვნის და საჭიროებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წელს მომზადდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
სამშენებლო სამუშაოების დაწყება გათვალისწინებულია 2016 წელს ხოლო პროექტის სრულად განხორციელება დაგეგმილია 2017 წლის ბოლომდე. აღნიშნული პროექტის დაფინანსების მიზნით, მთის განვითარების ფონდიდან 2016 წელს გამოყოფილია 600 000 ლარი (მათ შორის 5% მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება).
შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ მოწონებულ იქნა განსახილველად წადგენილი პროექტი. მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას აგრეთვე გააცნეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები და მიაწოდეს ინფორმაცია მთის კანონით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური და საშემოსავლო შეღავათებით სარგებლობის შესახებ. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეხვედრის დასრულების შემდგომ მოსახლეობის მიერ დაისვა კითხვები თემის წინაშე არსებული სხვა პრობლემების შესახებ, კითხვებს ამომწურავად უპასუხეს გამგეობის წარმომადგენლებმა და გამგეობის კომპეტენციების ფარგლებში მოსახლეობას დახმარებას დაპირდნენ.
სიახლეები
საჯარო განხილვა დაბა მანგლისში
18 აგვ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2820
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
811
სექ 04 ოთხ 2024
253
სექ 02 ორშ 2024
935
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1053
აგვ 02 პარ 2024
237