თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დედაენის დღე
16 აპრ 2016
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება „ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი"-ს წევრების მიერ დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, ბავშვებმა წარმოადგინეს ლექსები და მუსიკალური ნომრები.

ღონისძიების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდგომ, საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგს ელენა ივანოვას, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით მადლობის სიგელი გადაეცა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ღვაწლმოსილ პედაგოგს და უსურვებს წარმატებებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 16315
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1911
იან 00
2944
ივლ 02 ოთხ 2025
5394
ივნ 27 პარ 2025
5223
აგვ 12 სამ 2025
5761
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1911