თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გზის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა
06 სექ 2016
 

6 სექტემბერს სოფელ კოდის ცენტრში, ცენტრალური გზიდან სოფელ მუხათში გამავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. პროექტი მოსახლეობას განსახილველად წარუდგინა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა სიმონ გულედანმა. საჯარო განხილვას ესწრებოდა კოდის, კოდის იგპ დასახლების, მუხათის და ფაბრიკის დასახლების მოსახლეობა.
სოფელ მუხათის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ამორტიზირებული საავტომობილო გზის მონაკვეთი წლების განმავლობაში სოფლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წელს მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვით მოასფალტდება სოფელ მუხათში გამავალი 1800 მ გზის მონაკვეთი და მოეწყობა გვერდულები. პროექტი საჯარო განხილვის შემდგომ, წარედგინება ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდს დაფინანსების მისაღებად.
შეხვედრაზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პროექტის განხორციელებას წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რაც დადასტურდა შესაბამისი ხელმოწერებით. მთავარი საკითხის განხილვის შემდგომ, ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა 2015-2016 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, კერძოდ, სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტზე. აგრეთვე, სახელმწიფო პროექტების და პროგრამების შესახებ, რომელიც მიმართულია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 
შეხვედრის დასასრულს გამგებელმა მოსახლეობისათვის საინტერესო კითხვებს უპასუხა და გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3828
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912
იან 00
2945
ივლ 02 ოთხ 2025
5395
ივნ 27 პარ 2025
5224
აგვ 12 სამ 2025
5763
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912