7 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი სიმონ გულედანი სოფელ ახალსოფელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელთან დამაკავშირებელი სტიქიის შედეგად დაზიანებული მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ისაუბრეს.
მთავარი საკითხის განხილვის შემდგომ, ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა 2015-2016 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების , მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის და სხვა სახელმწიფო პროექტების და პროგრამების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გამგებელმა მოსახლეობისათვის საინტერესო კითხვებს უპასუხა, მოისმინა მათი პრობლემები და გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
2016 წლის 7 ივლისის საქართველოს მთავრობის №1340 განკარგულებით, 2015-2016 წლებში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განისაზღვრა 869 300 (რვაას სამოცდაცხრა ათას სამასი) ლარი, რომელიც მოხმარდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 3 სოფელს ახალსოფელს, კლდეისს და ვაშლოვანს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. ამ ეტაპზე დასრულებულია ტენდერი და მიმდინარეობს მუშაობა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
სიახლეები
შეხვედრა სოფელ ახალსოფლის მოსახლეობასთან
07 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4191
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1722
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1917
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2042
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































