8 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი სიმონ გულედანი სოფელ ვაშლოვნის მოსახლეობას შეხვდნენ და სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა ქუჩების რეაბილიტაციაზე ისაუბრეს.
ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას შიდა გზები წარმოადგენს, პრობლემის დროულად აღმოფხვრის მიზნით მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა ქუჩების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
შეხვედრის დასასრულს ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2015-2016 წლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე მოსახლეობას მოუწოდა მეტი აქტიურობისა და ჩართულობისაკენ.
2016 წლის 7 ივლისის საქართველოს მთავრობის №1340 განკარგულებით, 2015-2016 წლებში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განისაზღვრა 869 300 (რვაას სამოცდაცხრა ათას სამასი) ლარი.
სიახლეები
შეხვედრა სოფელ ვაშლოვნის მოსახლეობასთან
08 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3952
სიახლეები
იან 00
428
იან 00
814
იან 00
1176
აპრ 16 ხუთ 2026
1356
იან 00
1712
თებ 26 ხუთ 2026
1986
მარ 16 ორშ 2026
2219
იან 00
2045




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































