თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში
09 სექ 2016
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს ევროპული და ქართული მოდელის პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მოეწყო პრეზენტაციის ჩვენება თემაზე – თუ რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, რატომ არის მისი განხორცილება საჭირო. შეხვედრის მონაწილეებმა ექსპერტებთან ერთად შეასრულეს პრაქტიკული დავალებები, იმსჯელეს სხვა მუნიციპალიტეტებში დანერგილი სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში არსებული პრაქტიკის დადებით და უარყოფით მხარეებზე. 
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინების საშუალებას იძლევა. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია გარკვეული თანხების გამოყოფა, რომლის ხარჯვის ინიციატივასაც წარდგენილი პროექტის შესაბამისად სთავაზობს ადგილობრივი მოსახლეობა. 
2016 წელს პროექტის ფარგლებში შერჩეული 10 მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდა 3 გამარჯვებული მუნიციპალიტეტი, მათ შორის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც. 
შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, პოლონელი ექსპერტები და გამგეობის თანამშრომლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3937
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912
იან 00
2945
ივლ 02 ოთხ 2025
5395
ივნ 27 პარ 2025
5224
აგვ 12 სამ 2025
5763
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1912