9 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელთან -სიმონ გულედანთან ერთად, სოფელ ფარცხისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროექტი გააცნო. პროექტი 2016 წელს მომზადდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და ითვალისწინებს 75 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას, რომლითაც ისარგებლებს როგორც სოფელ ფარცხისის, ასევე მიმდებარე სოფლების მოსახლეობა. სოფლის მოსახლეობა მთავარ პრიორიტეტად სწორედ ბაღის მშენებლობას ასახელებს, შესაბამისად, მათი მხრიდან გამოითქვა თანხმობა და პროექტის განხორციელების სურვილი. საჯარო განხილვის შემდეგ აღნიშნული პროექტი დაფინანსების მიღების მიზნით წარედგინება ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდს და აისახება 2017 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გეგმაში. შეხვედრის ძირითადი საკითხის განხილვის შემდგომ, ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2014-2015-2016 წლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტზე, თეთრიწყაროს ტურისტული განვითარების პერსპექტივებზე და ამომწურავი პასუხები გასცა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს
სიახლეები
ბაგა-ბაღის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა სოფელ ფარცხისში
09 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2845
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
811
სექ 04 ოთხ 2024
253
სექ 02 ორშ 2024
935
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1053
აგვ 02 პარ 2024
237