9 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელთან -სიმონ გულედანთან ერთად, სოფელ ფარცხისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროექტი გააცნო. პროექტი 2016 წელს მომზადდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და ითვალისწინებს 75 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას, რომლითაც ისარგებლებს როგორც სოფელ ფარცხისის, ასევე მიმდებარე სოფლების მოსახლეობა. სოფლის მოსახლეობა მთავარ პრიორიტეტად სწორედ ბაღის მშენებლობას ასახელებს, შესაბამისად, მათი მხრიდან გამოითქვა თანხმობა და პროექტის განხორციელების სურვილი. საჯარო განხილვის შემდეგ აღნიშნული პროექტი დაფინანსების მიღების მიზნით წარედგინება ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდს და აისახება 2017 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გეგმაში. შეხვედრის ძირითადი საკითხის განხილვის შემდგომ, ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2014-2015-2016 წლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტზე, თეთრიწყაროს ტურისტული განვითარების პერსპექტივებზე და ამომწურავი პასუხები გასცა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს.
სიახლეები
ბაგა-ბაღის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა სოფელ ფარცხისში
13 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3981
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
961
ივლ 03 პარ 2026
896
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1460




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა










































