13 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური სოფელ კლდეისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანს სოფელ კლდეისამდე სტიქიის შედეგად დაზიანებული მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საკითხი წარმოადგენდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის განკარგულების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხით განისაზღვრა სოფელ კლდეისში მისასვლელი გზის, სოფელ ახალსოფელში მისასვლელი გზის და სოფელ ვაშლოვანში შიდა გზების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო შემდგომ გამოცხადდება ტენდერი სამუშაოებზე. გამგებელმა მოსახლეობას პროექტის შედგენის პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდა რათა მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მათი ინტერესები. შეხვედრა სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვით გაგრძელდა, სოფელში სადაც 22 ადგილობრივი ცხოვრობს, მოსახლეობის ძირითად ნაწილს მოხუცები, მარტოხელა და სოციალურად დაუცველი ოჯახები წარმოადგენს. ბესიკ წიკლაური გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1722
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1917
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2042
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































