სოფელ სამღერეთში 40 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სოფელში საბავშვო ბაღის არ არსებობა წარმოადგენდა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს მომზადდა ბაღის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო 2016 წელს დაიწყო პროექტის განხორციელება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კეთილმოწყობილ შენობაში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი შპს „მამკო“ მშენებლობის განხორციელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები: 17.07.2016 -15.04. 2017.პროექტის ღირებულება (ხელშეკრულებით): 399507 ლარი, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტი - 379531,65 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი - 19975,35 ლარი.
სიახლეები
სოფელ სამღერეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
14 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3874
სიახლეები
იან 00
428
იან 00
814
იან 00
1176
აპრ 16 ხუთ 2026
1356
იან 00
1712
თებ 26 ხუთ 2026
1986
მარ 16 ორშ 2026
2219
იან 00
2045




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































