თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელ ასურეთში.
16 სექ 2016
 

16 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორ კომპანია „დაგი“-ს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ასურეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანს ასურეთში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენდა. გამგებელმა ისაუბრა სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, შვაბების ქუჩაზე გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება. ისაუბრა აგრეთვე, ასურეთის წყალსაცავის რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე საპროექტო სამუშაოების შესახებ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შ.პ.ს " მელიორაციის კომპანია". აღსანიშნავია, რომ ასურეთის წყალსაცავი, რომელსაც მოსახლეობა საირიგაციოდ იყენებდა ათეული წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო, ხოლო რეაბილიტაციის შემდგომ მოხდება მისი გამოყენება სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყალუზრუნველყოფის მიზნით. ბესიკ წიკლაურმა მოსახლეობას გააცნო სოფელ ასურეთში 60 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტიც. გამგებელმა ამომწურავი პასუხი გასცა შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს და მოსახლეობას მოუწოდა სოფლისათვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში აქტიური ჩართულობისაკენ.
2015 წელს თეთრიწყაროს გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით, მომზადდა გერმანული სოფლის - ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფლისთვის ძველი იერსახის დაბრუნებას. სახელმწიფოს მიერ პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხოლო უახლოეს დღეებში დაიწყება შვაბების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. პროექტით გათვალისწინებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, მესერების აღდგენა, მოეწყობა ქვაფენილი, ტროტუარი და გარე განათება. ამასთანავე, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები ასურეთში მდებარე მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, 3 საცხოვრებელი სახლის და გერმანული სასაფლაოს სარესტავრაციოდ. 
ასურეთი სამეურნეო თვალსაზრისითაც სანიმუშო სოფელი იყო. სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღდგენის მიზნით, სამომავლოდ მოეწყობა საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების გამოყენებით, მოხდება ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება (რძის პროდუქტები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები). 
ასურეთის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია მიზნად ისახავს თეთრიწყაროს და მთლიანად რეგიონის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას გერმანელი კოლონისტების ეკონომიკური ტრადიციების აღდგენის გზით. დასახლების გეოგრაფიული მდებარეობა, სიახლოვე დედაქალაქთან იძლევა იმის პირობას, რომ აქ განვითარდეს ბიზნესსექტორი და ტურიზმის ისეთი სახეობები, როგორიცაა, აგროტურიზმი, სანახაობრივი ტურიზმი, ველოტურიზმი, და სხვა. ეკონომიკის სხვადასხვა სეტორის განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2891
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1370
იან 14 კვ 2024
1904
იან 07 შბ 2023
4233
ოქტ 24 ორშ 2022
3685
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები