თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა.
17 სექ 2016
 

 2016 წლის 17 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სხდომა საჯარო იყო და წევრების გარდა, ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები. 
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ განიხილა პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული წინადადებები ქალაქ თეთრიწყაროს ცენტრალური უბნის განვითარების თაობაზე. გიორგი აბულაძემ აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია აუცილებელია ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის: მოსახლეობის მოსაზრება ხელოვნური წყალსატევის აღდგენაზე და მის გარშემო დასასვენებელი სივრცის შექმნაზე დამუშავდა სამუშაო ჯგუფებში და მომზადდა საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“, რომლის განხორციელება ბიძგს მისცემს ქალაქის განვითარებას და, იმავდროულად, ექნება მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა როგორც დასაქმების, ასევე თეთრწყაროელთა შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. მარიამ წიკლაური სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდა ყოფილი „ტბის“ ტერიტორიაზე თანამედროვე დასასვენებელი კომპლექსის შესაძლო იერ-სახის პრეზენტაციით, რომლის განხორციელება შესაძლებელია მოხდეს ეტაპობრივად, საჯარო-კერძო პარტნიორობის მეშვეობით, როგორც სახელმწიფო ფონდებიდან დაფინანსების მიღებით, ასევე კერძო ინვესტიციების მოზიდვით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს წარმოდგენილ საპროექტო წინადადებაზე და აღნიშნეს, რომ მისი ხორცშესხმის შემთხვევაში თეთრიწყაროს მოსახლეობა მიიღებს ხელშესახებ სარგებელს, ხოლო ქალაქი რეალურად შეიძენს საკურორტო-ტურისტულ ფუნქციას. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, პროექტი „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“, რომელიც ითვალისწინებს ჭავჭავაძის ჩიხისა და და ფარნავაზის ქუჩას შორის მდებარე უფუნქციო ტერიტორიაზე ხელოვნური წყალსატევისა და მის გარშემო დასასვენებელი ზონის მოწყობას, წარდგენილ იქნას გამგებლისათვის, მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმებში გასათვალისწინებლად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3295
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1370
იან 14 კვ 2024
1904
იან 07 შბ 2023
4233
ოქტ 24 ორშ 2022
3685
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები