თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში
21 აპრ 2016
 

20 აპრილს ქ.რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საკითხი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის შესახებ, აგრეთვე, ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი და სოფელ ასურეთის განვითარების გეგმის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის განცხადებით, სოფელ ასურეთის (ყოფილ ელიზაბეტტალი) განვითარების გეგმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება და 2017 წლისათვის დასრულდება.
შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისაგან და იმუშავებს ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოპულარიზაციის საკითხებზე. 
შეხვედრას ესწრებოდნენ: გერმანიის საელჩოს, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის, კონრად ადენაუერის ფონდის, კულტურის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4190
 
 
 
სიახლეები
იან 00
1714
ივლ 02 ოთხ 2025
4047
ივნ 27 პარ 2025
3956
აგვ 12 სამ 2025
4252
ივლ 01 ორშ 2024
6892
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1714