27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში და 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი.
დღეს სოფელ ასურეთში და დაბა მანგლისში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, თეთრიწყაროს საკრებულოს წევრებმა და მოსახლეობამ. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა პავლე ზურებიანმა და მანგლისის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგი მალხაზიშვილმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, დაღუპულ გმირთა ოჯახებს სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაეწიათ, თითოეულ ოჯახს 300 ლარის ოდენობით.
სიახლეები
27 სექტემბერი
27 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4498
სიახლეები
იან 00
428
იან 00
814
იან 00
1176
აპრ 16 ხუთ 2026
1356
იან 00
1710
თებ 26 ხუთ 2026
1984
მარ 16 ორშ 2026
2219
იან 00
2045




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა




















































