30 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური სოფელ სამღერეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მინისტრმა პირადად მოისმინა ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემების შესახებ და ისაუბრა სახელმწიფო პროექტის შესახებ, რომელის მიხედვით ეკომიგრანტ ოჯახებს სახელმწიფო 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებს და მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში გადასცემს. 2015-2016 წლებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 109 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადასცა, მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და ისაუბრა სამღერეთში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შედეგებზე.
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
830
ივლ 03 პარ 2026
852
ივლ 02 ხუთ 2026
952
ივლ 03 პარ 2026
882
მაი 26 სამ 2026
1218
ივნ 11 ხუთ 2026
1246
იან 00
1235
იან 00
1451




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































