თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები სიმბოლურ ფასად გადაეცათ
25 აპრ 2016
 

25 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 15 ეკომიგრანტ ოჯახს, საცხოვრებელი სახლი და მასთან ერთად შესყიდული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცათ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესაბამისი პროცედურები განახორციელეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ეკომიგრანტ ოჯახებთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაგრძელდება 29 აპრილის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. 
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N 384 განკარგულების შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი და მასთან ერთად შესყიდული მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 73 ეკომიგრანტ ოჯახს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4360
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916
იან 00
2946
ივლ 02 ოთხ 2025
5396
ივნ 27 პარ 2025
5225
აგვ 12 სამ 2025
5764
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916