10 ნოემბერს ქ. თეთრიწყაროში გამგეობის სააქტო დარბაზში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბულაძე და საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრაზე ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე, მოსახლეობის ძირითადი პრობლემების მოგვარების მიზნით განხორცილებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის და მცირე ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმდინარე პროექტზე, რომლის განხორციელებაც ასურეთს ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო ადგილად აქცევს. აგრეთვე ისაუბრა დაბა მანგლისის კურორტული პოტენციალის გაზრდის პერსპექტივებზე. გამგებელმა აღნიშნა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა მეტი ჩართულობისა და აქტიურობისაკენ.
გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანიძემ აღნიშნა , რომ 2017 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. ამასთანავე აღნიშნა,რომ 2017 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებების სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
მუნიციპლიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარემ გიორგი აბულაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქალაქ თეთრიწყაროში“ ,რომელიც მრჩეველთა საბჭოსთან არსებულ სამუშაო ჯგუფებში მოქალაქეებმა და გამგეობის წარმომდგენლებმა ერთობლივად შეიმუშავეს. არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე კავკასია“ ინიციატივითა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად მოხდა უცხოური გამოცდილების გაზიარება და წარმატებული აღმოჩნდა თანამონაწილეობითი ურბანული დაგეგმვის პროცესი.
შეხვედრაზე აგრეთვე მოისმინეს, ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსის ნატო ალთუნაშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2016 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
სიახლეები
საჯარო განხილვა
11 ნოემ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4583
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
811
სექ 04 ოთხ 2024
253
სექ 02 ორშ 2024
935
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1053
აგვ 02 პარ 2024
237