თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქ. თეთრიწყაროში გრანდიოზული წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა
28 დეკ 2016
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულების გაერთიანება კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, 27 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროს ცენტრში, ღია ცის ქვეშ გრანდიოზული წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. მსმენელთა განწყობაზე იზრუნა ეთნო-ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბანმა“, ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოდის წყარო“, ხალხურ საკრავთა ჯგუფები “ლილეო“ , „მთის არწივი“, „სალაღობო“ და „წინწყარო“, მსოფლიო ხალხთა ცეკვის და სამეჯლისო ცეკვის ანსამბლები. კონცერტს უძღვებოდა მსახიობი დავით ბეკოშვილი.
მოსახლეობა დალოცა და დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ, ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4936
 
 
 
სიახლეები
იან 00
1714
ივლ 02 ოთხ 2025
4047
ივნ 27 პარ 2025
3956
აგვ 12 სამ 2025
4252
ივლ 01 ორშ 2024
6892
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1714