თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ბესიკ წიკლაურის საახალწლო მილოცვა
31 დეკ 2016
 

ძვირფასო თეთრიწყაროელებო,
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს. თითოეულ ოჯახს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, წარმატებას, ულევ სიხარულსა და სიკეთეს.
ახალი წელი ყოველი ადამიანისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და ჩვენც განსაკუთრებული სიხარულითა და უკეთესი მომავლის იმედით ვეგეგებით მას.
გასულ წელს თეთრიწყაროელები მუნიციპალიტეტში განხორციელებული უამრავი სასიკეთო ცვლილების მომსწრენი გავხდით. წარმატებით დასრულდა მრავალი პროექტი და მრავლის განხორციელება მომავალშიც იგეგმება. ადგილობრივი თვითმმართველობის თითოეული აქტივობა მიმართული იყო მოსახლეობის საჭიროებებზე; გვეამაყება, რომ დაიწყო მეტად მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის - სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის განხორციელება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეს ღირშესანიშნავი, ისტორიულ-კულტურული ძეგლებით მდიდარი მხარე მალე შეიძენს სრულიად ახალ საზრისს და ტურისტული თვალსაზრისითაც მეტად მიმზიდველი გახდება.
მომავალში თვითმმართველობის ერთერთ მთავარ საზრუნავს მუნიციპალიტეტში არსებულ დასახლებათა წყალმომარაგება და გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. დასახული მიზნების მისაღწევად კი მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. განსაკუთრებით თეთიწყაროელი ახალგაზრდების გვერდში დგომა გვეიმედება. ვხედავთ რა მათ ინტელექტუალურ პოტენციალს, პატრიოტულ შემართებას, გულწრფელ მონდომებას, გვჯერა ერთობით აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს.

დაე, 2017 წელი იყოს იმედების და სურვილების ასრულების წელი. ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახებისათვის ახალ წელს მოეტანოს მშვიდობა და სტაბილურობა, ხვავი და ბარაქა, ერის სიმრავლე და ერთობა, ჩვენს გულებში დაესდგუროს სითბოსა და სიყვარულს.
ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე და მფარველი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5029
 
 
 
სიახლეები
იან 00
1699
ივლ 02 ოთხ 2025
4027
ივნ 27 პარ 2025
3940
აგვ 12 სამ 2025
4235
ივლ 01 ორშ 2024
6870
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1699