თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
28 აპრ 2016
 

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სხვადასხვა კოოპერატივების ხელმძღვანელები.

პროგრამის მიზნებს წარმოადგენს: 
● საქართველოში რძისა და რძისნაწარმის წარმოების ხელშეწყობა;
● რძის გადამამუშავებელი ინდუსტრიის ნედლი რძით უზრუნველყოფა;
● სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ - გადამამუშავებელი საწარმოების ჩამოყალიბების სტიმულირება;
● ადგილობრივი რძისა და რძის ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება; 
● სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებში არსებული მსხვილფეხა საქონლის ჯიშობრივი გაუმჯობესება; 
● სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს კაპიტალური ინვესტირება;
ტექნიკური დახმარება;
კაპიტალური ინვესტირება მაღალმთიან დასახლებებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს წარმოადგენენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად აღემატება 50 სულს;
პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება წარმოებს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (http://www.acda.gov.ge/).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3615
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...