თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში
30 ივლ 2015
 

SPPA-საქრთველო წარმოადგენს 5 წლიან პროგრამას (2014-2019), რომელიც დაფინანსებულია კავკასიაში გერმანიის ფინანსური თანამშრობლობის ფარგლებში KFW-ს მიერ. სამიზნე დაცული ტერიტორიებია: ალგეთი, კინტრიში, ფშავ-ხევსურეთი და ყაზბეგი.

პროგრამის მიზანია შერჩეული დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის ზრდა, და ამავდროულად, მიმდებარედ მცხოვრები თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამის აღმასრულებელი სააგენტოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ხოლო პროგრამის განმახორციელებელია - დაცული ტერიტორიების სააგენტო. გფა საკონსულტაციო ჯგუფი ეხმარება საქართველოს მთავრობას ამ პროგრამის ეფექტურად მართვაში.
28 ივლისს „SPPA-საქართველო“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა KFW-ს მისიის წარმომადგენლების და პროგრამის თანამშრომლების ვიზიტი ალეთის ეროვნულ პარკში და მიმდებარე სოფლებში. სტუმრები ადგილზე გაეცნენ პროგრამის მიმდინარეობას და შეხვდნენ ალგეთის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას (სოფ. შეხვეტილა, არხოტი, დიდი ნამტვრიანი) და გაესაუბრნენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტის შესახებ. ასევე მოისმინეს მათი აზრი ალგეთის ეროვნული პაკრის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე მოხდა შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალილტეტის წარმომადგენლებთან დაბა მანგლისში, სადაც საუბარი წარიმართა ალგეთის ეროვნულ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო-ტურიზმის განვითარების პერსპექქტივების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ:
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ბესარიონ ფაღავა,ანდრეას ვაიცელი KFW-ის გარემოსდავით პორთოლიოს მენეჯერი,ლარს ოერმან KFW-ის კავკასიის ოფისის დირექტორი,ლევან ციცქიშვილი KFW-ის კავკასიის ოფისის გარემოსდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი საქართველოში,კონსტანცე შააფი პროგრამის დირექტორი GFA Consulting Group,ჯულიუს არნეგერ პროექტის კონსკულტანტი GFA Consulting Group,ირინა კოზბან პროექტის კონსკულტანტი GFA Consulting Group,რამაზ გოხელაშვილი პროგრამის უფროსი ტექნიკური მრჩეველი GFA Consulting Group,ეკა კაკაბაძე პროგრამის ეროვნული კოორდინატორი GFA Consulting Group-ის წარმომადგენლობა საქართველოში,დავით დოლიძე პროექტის კონსულტანტი GFA Consulting Group-ის წარმომადგენლობა საქართველოში,ავთანდილ მჭედლიძე ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4501
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1398
იან 14 კვ 2024
1927
იან 07 შბ 2023
4254
ოქტ 24 ორშ 2022
3705
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები