თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სპორტული დარბაზების მდგომარეობის მონიტორინგი
07 აგვ 2015
 

6 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ძიუდოს, ჯიუ-ჯიცუს და საბრძოლო სამბოს აკადემიის დამფუძნებელი ამერიკაში ზურაბ ბეკოშვილი, ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის“ დირექტორი ბუხულა გარდაფხაძე და ჯანდაცვის და სოც უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი სპორტული დარბაზების ინფრასტრუქტურას გაეცნენ და სპორტის სფეროში განსახორციელებელ სიახლეებზე ისაუბრეს.

დღის განმავლობაში მათ მოინახულეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ძალისმიერი სპორტის სექციების 3 დარბაზი.ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტში სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა დაიწყება.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივით ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება აღმოსავლური ორთაბრძოლების შემსწავლელი ჯგუფები, რომლებშიც მსურველები უფასოდ ივარჯიშებენ და საერთო ფიზიკური მომზადების დონეს აიმაღლებენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4588
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...