თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სპექტაკლი სახელწოდებით „ბედნიერების ასაკი“
11 მაი 2016
 

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისი არასამთავრობო ორგანიზაცია „ლელი“-სთან ერთად 2015 წლიდან ანხორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტს „აქტიური ცხოვრებისათვის: ხანდაზმულთა უფლებების ხელშეწყობა და მათი შესაძლრებლობების გაზრდა საქართველოში“, რომელიც ემსახურება ასაკოვანი ადამიანების უფლებების დაცვას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობას საქართველოს ოთხ რეგიონში: თბილისში, ქვემო ქართლში (თეთრიწყაროში), კახეთსა და სამეგრელოში.

პროექტი აერთიანებს 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს და ზრუნავს მათი ყოველდღიური ყოფის, ინტერესების, ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სპექტაკლი სახელწოდებით „ბედნიერების ასაკი“, რომლის პრემიერა გაიმართა 10 მაისს, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მოყვარული მსახიობები, მომღერლები, სახალხო მთქმელები თბილისიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან, წალენჯიხიდან, ლაგოდეხიდან და პროექტის ფარგლებში აღდგენილი ხალხური სიმღერის გუნდი „შვიდკაცა“. სპექტაკლის სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორია დრამამატურგი თამარ ბართაია. პრემიერას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, DVV international-ის დირექტორი მატიას კლინგერბერგი, DVV international-ის დირექტორი საქართველოში ლალი სანთელაძე და სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3368
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1369
იან 14 კვ 2024
1903
იან 07 შბ 2023
4232
ოქტ 24 ორშ 2022
3683
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები