თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გარისობა 2022
07 ოქტ 2022
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ორწლიანი პაუზის შემდეგ სახალხო დღესასწაული "გარისობა 2022" აღინიშნა.
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დღესასწაულზე ლიეტუვას დელეგაციას, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს, სასულიერო პირებს, მუნიციპალიტეტის მერებს და მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები გაიმართა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
მოეწყო საგამოფენო სივრცეები და კუთხეები დამახასიათებელი კულინარიითა და დეკორაციებით.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა სახალხო დღესასწაული"გარისობა"2022-ის ფარგლებში საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს ლეილა მეხრაძეს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ალექსანდრე ჩივაძეს და ფილმის "ჩიორა" მთავარი როლის შემსრულებელს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, ალგეთის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსს გოჩა აფციაურს.
ასევე დაჯილდოვდნენ სპორტულ აქტივობებში მონაწილე სოფელ ხაიშის საფეხბურთო და სოფელ წინწყაროს ფრენბურთის გამარჯვებული გუნდები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე,
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი გამრეკელიძე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი, აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია, კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, სამთო მომპოვებელი კომპანია "არემჯი"-ს კორპორაციული დირექტორი კახა მჭედლიშვილი და ადგილობრივი მაცხოვრებლები.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5593
 
 
 
სიახლეები
იან 00
923
ივლ 02 ოთხ 2025
3207
ივნ 27 პარ 2025
3104
აგვ 12 სამ 2025
3346
ივლ 01 ორშ 2024
6072
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
923
ნოემ 27 ხუთ 2025
1239