თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანია
06 სექ 2022
 
6 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითთმარველობის წარმომადგენლები და დაინტერესებულ პირები ესწრებოდნენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დაინტერესებულ პირებს რეფორმით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და შექმნის მონაცემთა ერთიან ბაზას.
მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3725
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...