„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების 2026–2037 წლების სტრატეგიისა“ და მისი 2026–2028 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება.
საზოგადოების ჩართულობისა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო განხილვისთვის წარმოგიდგენთ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს. დამატებით, დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ინდიკატორების პასპორტის პროექტიც, როგორც ტექნიკური დოკუმენტი.
დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დოკუმენტებთან დაკავშირებული შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა არაუგვიანეს 2026 წლის 03 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: meria@tetritskaro.gov.ge
საჯარო განხილვის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა:
თარიღი: 23 ივლისი
დრო: 16:00 საათი
ადგილი: ქალაქი თეთრიწყარო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი
საჯარო კონსულტაციის ფარგლებში მიღებული შენიშვნები და წინადადებები განიხილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ და საჭიროების შესაბამისად, აისახება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციებში.
https://tetritskaro.gov.ge/files/uploads/2026-2028 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი.xlsx
https://tetritskaro.gov.ge/files/uploads/თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგია 2026-2037წლების.docx
https://tetritskaro.gov.ge/files/uploads/ინდიკატორების პასპორტი.docx




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა








































