გაცნობებთ, რომ "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა (კურორტი) მანგლისის განაშენიანების გეგმის" შემუშავების მიზნით, სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს „ურბანიკა“-ს შორის დადებული საპროექტო მომსახურების ხელშეკრულების №161-2023 ფარგლებში შპს "ურბანიკა"-მ 2024 წლის 20 მაისს მე-3 ეტაპის შესაბამისად წარმოადგინა მანგლისის განაშენიანების გეგმის კონცეფცია. განაშენიანების გეგმის კონცეფცია „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილების მე-17 მუხლის შესაბამისად ექვემდებარება საჯარო განხილვას. განაშენიანების გეგმის კონცეფცია მოიცავს დარგობრივი კვლევების შედეგების მოკლე შეჯამებას, სადაც მიმოხილულია საკვლევი არეალის საზღვრები, განხილულია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივ-გეოგრაფიული მახასიათებლები და ფასეულობები. ფართოდ არის განხილული განაშენიანების სტრუქტურა და ფუნქციურ-მოცულობითი ანალიზი. ასევე, განხილულია საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და მობილობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები და ეკონომიკური სექტორის ანალიზი, რაც მოიცავს მშპ და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების, ბიზნეს სექტორის, ტურიზმის სექტორის, საცხოვრებელი სექტორის, საოფისე და კომერციული სექტორების და სხვ. ანალიზს შემაჯამებელი სახით შესაბამისი ილუსტრაციების/გრაფიკული ნაწილების თანხლებით. განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 5 ივლისს 13:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მის: მანგლისის ფიჭვნარი-დიდი როშა იოანე მანგლელის ქ. N2. განხილვა იქნება ღია, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1aKqXKOeDs3REfyFboP73JWZVDWBCb___
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
693
სექ 02 ორშ 2024
826
აგვ 06 სამ 2024
1060
ივლ 29 ორშ 2024
1262